კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტაბაში – ქართული ჩაის საუკუნოვანი ტრადიციის გარემოში.ტაბაში ჩვენ ვართ მესამე თაობის საოჯახო სტილის ბიზნესი, რომელიც ეძღვნება უმაღლესი ხარისხის ქართული ჩაის წარმოებას გურიის რეგიონის ცენტრში.
ქართული ჩაის დამზადების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების ღრმა პატივისცემით, ჩვენ ვურევთ დროში გსმოცდილ ოსტატობას თანამედროვე ტექნოლოგიებს , რომ შევძლოთ და მოგაწოდოთ საუკეთესო პროდუქცია.
ჩვენი ისტორია იწყება თითქმის ერთი საუკუნის წინ, გურიის სუბტროპიკულ ლანდშაფტში გაშენებული ჩაის პლანტაციებით.მამულის ცენტრში დგას 120 წლის გურული ოდა ჩაის სახლი, სადაც ისტორია და სტუმართმოყვარეობა ერთმანეთს ერწყმის. სტუმრებს ვეპატიჟებათ რომ განიცადონ ამ ტრადიციული სახლის ხიბლი, დაათვალიერონ სუბტროპიკული ბაღები და დატკბნენ ჩაის დეგუსტაციის გამოცდილებით, რომელიც ჰპირდება მათ ქართული ჩაის მდიდარ გემოებსა და ისტორიაში მოგზაურობას.
ტაბაში თითოეული ფოთოლი ხელით იკრიფება და მუშავდება მისი ბუნებრივი გემოსა და არომატის შესანარჩუნებლად,ტაბას ჩაი უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ სასმელი;ეს არის მოგზაურობა საქართველოს ენერგიულ კულტურასა და ტრადიციაში.