ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
ჩვენ ვამაყობთ, რომ საშუალება გვაქვს შემოგთავაზოთ უმაღლესი ხარისხის ტრადიციული ქართული ჩაი, რომელიც დამზადებულია თანამედროვე ტექნოლოგიით, ბუნებრივად მოყვანილი ჩაის ფოთლებით ჩვენი საუკუნოვანი პლანტაციიდან.
ოზურგეთის მახლობლად, გურიის აყვავებულ მწვანე გორაკებში მდებარე ჩვენი ჩაის ბაღი უნიკალურ მიკროკლიმატში ხარობს, რაც მას იდეალურ გარემოდ აქცევს მაღალი ხარისხის ჩაის მოსაყვანად.
გეპატიჟებით, პირველად გაეცნოთ ამ ყველაფერს ჩვენი ექსკლუზიური ჩაის ბაღის ტურის მეშვეობით, რომელიც მოიცავს:
• ჩაის ბაღის დათვალიერება გიდის თანხლებით
• ჩვენი ჩაის ქარხნის კულისებში დათვალიერება
• ჩაის დეგუსტაცია ჩვენს ექსპერტ ჩაის ოსტატთან ერთად
გთხოვთ, წინასწარ დაგვიკავშირდეთ თქვენი ვიზიტის დასაგეგმად, რათა უზრუნველვყოთ თქვენი პერსონალიზებული და დასამახსოვრებელი გამოცდილება.
ვინ ვართ ჩვენ?
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტაბაში – ქართული ჩაის საუკუნოვანი ტრადიციის გარემოში.ტაბაში ჩვენ ვართ მესამე თაობის საოჯახო სტილის ბიზნესი, რომელიც ეძღვნება უმაღლესი ხარისხის ქართული ჩაის წარმოებას გურიის რეგიონის ცენტრში. ქართული ჩაის დამზადების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების ღრმა პატივისცემით, ჩვენ ვურევთ დროში გსმოცდილ ოსტატობას თანამედროვე ტექნოლოგიებს , რომ შევძლოთ და მოგაწოდოთ საუკეთესო პროდუქცია.
ჩვენი ისტორია
ჩაის კულტურასთან ჩვენი ოჯახის ურთიერთობის ისტორია მეოცე საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავაეს , ბ-ნი არკადი შეწირულის ღვაწლიდან გამომდინარე.
მან გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩაის, როგორც ინდუსტრიის, ასევე კულტურული ტრადიციის განვითარებასა და დანერგვაში რეგიონში.
მისმა აკადემიურმა მოღვაწეობამ არა მხოლოდ გააუმჯობესა ჩაის მოყვანა, არამედ აამაღლა მისი სტატუსი ქართულ საზოგადოებაში.
50 წლის განმავლობაში ბ-ნი არკადი ასწავლიდა ჩაის მრეწველობის, გადამუშავებისა და ტექნოლოგიების სირთულეებს რეგიონალურ კოლეჯში და გადასცემდა მომავალ თაობას ფასდაუდებელ ცოდნას.
დღეს ჩვენ ვაგრძელებთ მისი მემკვიდრეობის პატივისცემას ამ საუკუნოვანი ტრადიციების გათვალისწინებით.
ჩვენი საქმიანობა მისი გავლენის ცოცხალი მოწმობაა.
ჩვენ ვაწარმოებთ პრემიუმ ხარისხის ქართულ ჩაის გურიის რეგიონში, რომელიც პოპულარობით სარგებლობს , როგორც ადგილობრივ ასევე
საერთაშორისო დონეზე. სწორედ ღრმა კავშირი წარსულთან შთაგვაგონებს ყველაფერს, რაც ქმნის ტაბას.
ჩვენი ჩაის ბაღი
ტაბას ჩაის ბაღები განლაგებულია დასავლეთ საქართველოში გურიის რეგიონში, კონკრეტულად ოზურგეთის რაიონის უნიკალურ გომისმთის მიკროკლიმატურ ზონაში. ეს ტერიტორია გამოირჩევა სუბტროპიკული კლიმატით, რომელიც შავი ზღვის ტენიანობასთან და ნიადაგის მაღალ მჟავიანობასთან ერთად შესანიშნავ პირობებს ქმნის მაღალი ხარისხის ჩაის მოსაყვანად.
ამ ბუნებრივმა ელემენტებმა, ფერმერობისადმი ჩვენს ფრთხილ მიდგომასთან ერთად, საშუალება მოგვცა შეგვექმნა დღეს არსებული საუკეთესო ქართული ჩაი.
ჩვენი პლანტაცია თითქმის ერთი საუკუნისაა, რაც ჩვენს ოჯახში ჩაის მოყვანის მრავალწლიანი ტრადიციის დასტურია. ჩვენ ვიყენებთ 100% ბუნებრივ ფერმერულ მეთოდებს, რათა უზრუნველვყოთ ჩვენ მიერ მოყვანილი ჩაის სტანდარტი და ხარისხი.
ტაბაში ჩვენ ვამაყობთ ჩაის წარმოების პრაქტიკული მიდგომით. ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ ხელით შერჩეულ უნაზეს ჩაის ტოტებს, როგორც ნედლეულს, რაც უზრუნველვყოფთ, რომ თითოეული ფოთოლი აკმაყოფილებს ჩვენი ხარისხის მაღალ სტანდარტებს. ეს მეთოდი შრომატევადი, მაგრამ გადამწყვეტია საუკეთესო გემოსა და არომატის ჩაის დასამზადებლად.
გურიაში ბუნებრივი მეურნეობის, საუკუნოვანი ჩაის ბაღებისა და იდეალური პირობების კომბინაცია საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ჩაი, რომელიც მართლაც განსაკუთრებულია.
ჩვენი პროდუქცია დამზადებულია ზრუნვითა და ყურადღებით, რაც ასახავს ქართული ჩაის კულტურის მდიდარ ისტორიას, ტრადიციას და გთავაზობთ პრემიუმ გამოცდილებას ჩაის მოყვარულებს მთელ მსოფლიოში.
ჩვენი გზა
ტაბაში ჩვენი მისია ღრმად არის დაფუძნებული იმ სურვილზე, რომ გავაცნოთ ქართული ჩაის უნიკალური თვისებები ქართველ ხალხს, შემდეგ კი მთელ მსოფლიოს.ქართულ ჩაის მდიდარი ისტორია აქვს და ჩვენ გვჯერა, რომ დროა მისი განსაკუთრებული ხარისხის აღიარების გლობალურ ასპარეზზე.
ჩვენი მიზანია ქართული ჩაის პოზიციონირება პრემიუმ პროდუქტად, მისი განსხვავებული იდენტობისა და მემკვიდრეობის შენარჩუნებით.
ჩვენ მზად ვართ ჩვენი რეგიონი გავხადოთ ჩაის ინდუსტრიის საკვანძო ცენტრად, თავისი სრულყოფილი კლიმატითა და ბუნებრივი რესურსებით.
ჩვენ გვჯერა, რომ ჩაის მდგრადი მეურნეობის, გურიის რეგიონის ბუნებრივი სილამაზისა და ჩვენი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის ერთობლიობა ჩვენს ტერიტორიას შესანიშნავ ადგილად აქცევს ეკო ტურისტებისთვის.
სტუმრებს შეუძლიათ განიცადონ ჩაის წარმოების უნიკალური პროცესი, დაათვალიერონ თითქმის საუკუნოვანი ბაღები და დატკბნენ რეგიონის სუბტროპიკული სილამაზით.
ჩვენი მისიაა უზრუნველვყოთ, რომ ქართულმა ჩაიმ დაიმკვიდროს თავისი კანონიერი ადგილი, როგორც გლობალურად აღიარებულმა, მაღალი ხარისხის პროდუქტმა.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტაბაში – ქართული ჩაის საუკუნოვანი ტრადიციის გარემოში.
Taba Tea © 2026. All Rights Reserved. Created by INFINITY.
Typically replies within an hour
I will be back soon